რუსული სატვირთო გემი ხმელთაშუა ზღვაში აფეთქების შემდეგ ჩაიძირა

12 hours ago 4

სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სატვირთო გემი "ურსა მეიჯორი" ძრავის განყოფილებაში აფეთქების შემდეგ, ღამით, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ეკიპაჟის ორი წევრი ჯერ კიდევ დაკარგულია.

2009 წელს აშენებულ ხომალდს კომპანია „ობორონლოგისტიკა“ მართავდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მშენებლობის ოპერაციების ნაწილია. ადრე გამოცხადებული იყო, რომ ხომალდი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტ ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა და გემბანზე ორი დიდი ამწე ჰქონდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების ცენტრის იერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და ესპანეთში გადაიყვანეს, მაგრამ ორი მეზღვაური ჯერ კიდევ დაკარგულია.

ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ "ურსა მეიჯორისგან" სიგნალი ორშაბათს მიიღო, როდესაც ის ალმეირას ნაპირიდან 57 მილით იყო დაშორებული.

სრულად წაკითხვა