WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

ამ ინფორმაციის წყაროა ოლექსანდრ განჟა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

„ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. რუსულმა ძალებმა ავტობუსს დრონით დაარტყეს”.

უკრაინული მედიის თანახმად, ხუთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულები ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ მკურნალობა.