WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ავი­ა­კომ­პა­ნია “არ­კი­ას“ თბი­ლი­სი – თელ-ავი­ვის რე­ის­ზე სა­გან­გა­შო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, ერთ-ერ­თმა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მგზავ­რმა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა სცა­და.

“სცა­დეს თბი­ლი­სი-თელ-ავი­ვის თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა. თით­ქმის იგი­ვე მოხ­და, რაც ხდე­ბო­და flydubai-ს რე­ის­ზე, უბ­რა­ლოდ სის­ხლის გა­რე­შე“, – აცხა­დებს კახა ჯა­ნაშ­ვი­ლი.

ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ფაქ­ტე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის გან­ზრახ ან გა­უ­გე­ბა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბა. “მე­ო­რე დღეა, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არ ჩერ­დე­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, რა მოხ­და გუ­შინ თბი­ლი­სი – თელ-ავი­ვის რე­ის­ზე. ჩემ­თვის, რო­გორც ის­რა­ელ­ში მოქ­მე­დი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, ეს შემ­თხვე­ვა გუ­შინ­ვე ცნო­ბი­ლი იყო. დე­ტა­ლე­ბიც, ის­ტო­რი­აც და ფაქ­ტე­ბიც…

ის­რა­ელ­ში მოქ­მედ­მა ერ­თა­დერ­თმა აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ, “ახალ­მა ამ­ბებ­მა ის­რა­ე­ლი­დან“, არც გუ­შინ და არც დღეს არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამ­ბა­ვი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უკვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ქარ­თულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც ბორტზე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო შე­კა­მა­თე­ბას ტე­რო­რიზ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეს. ყო­ველ­გვა­რი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე.

მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს ფაქ­ტე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის გან­ზრახ ან გა­უ­გე­ბა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბა.

ბორტზე მგზავ­რებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. სწო­რედ ამი­ტომ, ამ გა­უ­გებ­რო­ბას რომ თავი ავა­რი­დოთ…

სწო­რედ იმი­ტომ, რომ მე­დი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო “ტე­რო­რის­ტე­ბის ბუ­დედ“ და “არა­ბე­ბის სა­მო­თხედ“ არ მო­იხ­სე­ნი­ონ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვთქვათ სი­მარ­თლე! განაგრძეთ კითხვა