პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მანდატურის თანამშრომლები ჩადგნენ.
„ჟურნალისტებს არ უშვებდით და ჩვენ არ გვიშვებდით. რვა პოლიციელი რა უბედურებაა?!“ - მიმართავდა საბა სხვიტარიძის ახლობელი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრება.
სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და ვითარება დაწყნდარდა.