საბედისწერო 28 აგვისტო ბელა მირიანაშვილისთვის

6 days ago 4

28 აგვისტო – მარიამობის დღესასწაული – საბედისწერო აღმოჩნდა თეატრისა და კინოს მსახიობის ბელა მირიანაშვილისთვის. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სწორედ ამ დღეს 54 წლის ასაკში გარდაცვალა. სოფიკო ჭიაურელმა კოლეგას უძვირფასესი წერილი მიუძღვნა:

“ჩემო ბელა, მახსენდება რუსთაველის თეატრში ჩემი მოსვლა. შენ შემხვდი პირველი, შენი საოცარი ღიმილით გამიღე შენი გული და საგრიმიორო. მას შემდეგ შენ განსაკუთრებული ადგილი დაიკავე ჩემს გულში – სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო; შენ ისეთი გულკეთილი, საოცრად კეთილშობილი და ამასთან ერთად ბრძენი იყავი, რომ ბედნიერი იყო ყველა, ვისაც შენს გვერდით ყოფნა ერგო.
როგორ შეძელი, ბელა, ასეთი ტანჯული ცხოვრების გავლა ისე, რომ ერთი ხმამაღალი, ან სააუგო სიტყვა ვინმეზე არ სმენია არავის შენგან. შენისთანა ადამიანები რომ იყვნენ დღეს საქართველოში, რა ბედნიერნი ვიქნებოდით. როგორ სჭირდება დღეს საქართველოს შენისთანა გულღია, უბოროტო და ბრძენი ადამიანები…
წახვედი მარიამობა ღამეს …
შვლის ნუკრივით ჩუმად მიიძინე…”

სრულად წაკითხვა