საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები სკანდალში გაეხვია – რა გახდა მიზეზი

1 week ago 13

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეს თბილისში 26 მარტს გამართული ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის შემდეგ ტესტკონტროლზე აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და გუნდი დოპინგსკანდალში გაეხვია, – ამის შესახებ Greekcitytimes-ი იუწყება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს საქართველოსთან მატჩის შემდეგ დოპინგის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს. „ლურჯ-თეთრებს“ დოპინგის სკანდალის შესახებ ახნა-განმარტების გაკეთება მოუწევთ.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელისთვის ჩატარებულმა თავდაპირველმა ანტიდოპინგურმა ტესტმა აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი შედეგი აჩვენა. შედეგები ლოზანის საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ დაადასტურა და შემდგომი შესწავლა დაიწყო.

ტესტირების მეორე რაუნდის დასრულებამდე მოთამაშის ვინაობა გაურკვეველი რჩება. თავად საბერძნეთის გუნდს დაუყოვნებელი სანქციები არ დაემუქრება, თუმცა თუ მოთამაშეს განმეორებით ტესტზე კვლავ დადებითი პასუხი ექნება, მას ინდივიდუალურ სასჯელს დააკისრებენ.

ინციდენტმა საბერძნეთის საფეხბურთო წრეებში შოკი გამოიწვია. გამოძიების დაწყებისთანავე მოვლენების შემდგომი გამწვავებაა მოსალოდნელი“, – წერს ბერძნული გამოცემა.

1tv.ge

სრულად წაკითხვა