საბერძნეთში საპენსიო ასაკი 1,5 წლით გაიზრდება 2027 წლის შემდეგ

1 week ago 25

მოსახლეობისთვის, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო პროგნოზის თანახმად, საბერძნეთში 2027 წლის შემდეგ საპენსიო ასაკი 1,5 წლით გაიზრდება! ძირითადი მიზეზი, რის გამოც ასაკობრივი ზღვარი თანდათან იზრდება – დემოგრაფია და მოსახლეობის დაბერებაა.

და მაინც, 1,5 წელი არ არის ყველაზე ცუდი პროგნოზი, არსებობს შიში, რომ საპენსიო ასაკი შესაძლოა 2,5 წლით გაიზარდოს. გაზეთ „ტა ნეას“ ინფორმაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ მათი შეფასებით, 2030 წელს საბერძნეთს მოუწევს საპენსიო ასაკის გაზრდა წელიწად-ნახევრით – 63,5 წლამდე მათთვის, ვისაც სრული დაზღვევის 40-წლიანი სტაჟი აქვს, ხოლო 68.5 წლამდე მათთვის, ვისი სრული დაზღვევის სტაჟი მხოლოდ 15 წელს ითვლის.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის გამო 2030 წელს მთავრობას სთავაზობენ, ქალების საპენსიო ასაკობრივი ზღვარი კიდევ ერთი თვით გაზარდონ, შესაბამისად, 63,6 და 68,6 წლამდე.

ეს ყველაფერი დაზღვეულთა დიდ აღშფოთებას იწვევს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბერძნეთის კანონმდებლობაში 2021 წლიდან გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის გაზრდის მექანიზმი, რომელიც პენსიაზე გასვლის დროის კორექტირებას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოახდენს..

სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ პანოს ცაკლოღლუმ შაბათს, 27 აპრილს რადიოინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკი საბერძნეთში, სავარაუდოდ, 2027 წელს გაიზრდება.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: 44 წლამდე – ახალგაზრდა, რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი?

საპენსიო ასაკი ევროპის ქვეყნებში – მოსალოდნელია თუ არა ზრდა?

ევროპის საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად

სრულად წაკითხვა