03.08.202603.08.2026
Facebook-ზე აღარ იძებნება საგამოძიებო მედია „მონიტორის“ გვერდი. ჟურნალისტ მარი დუდუნიას მიერ გამოქვეყნებულ „სქრინზე“ ჩანს, რომ „მეტა“ მათ ედავება „საავტორო უფლებების დარღვევას“.
გამოცემის ბოლო ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ „ქოლ-ცენტრებს“ ეხება. ის დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. მარი დუდუნია „ნეტგაზეთს“ ეუბნება, გამორიცხავენ „ქოფირაითინგის“ წესების დარღვევას.
„ესენი არიან რაღაც „ექაუნთები“, ერთს ჰქვია „ზორო“, მეორეც რაღაც მსგავსი, ცალსახად ჩანს, რომ არის ყალბი მეილები, სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ დაგვარეპორტონ. ზუსტად ერთი კვირის წინ იგივე მოხდა YouTube-ზეც, მაშინ დაგვარეპორტეს მსგავსი მეილებიდან, გავასაჩივრეთ, YouTube-მა დაადგინა, რომ ეს არ იყო ავთენტური საჩივრები, ამიტომ აღგვიდგინეს გვერდი. ახლა Facebook-ზე ხდება იგივე და ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, რომ სამი დღის წინ გამოვაქვეყნეთ გამოძიების ანონსი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ შესახებ, ეს ფილმი უნდა გასულიყო დღეს და „ფეისბუქს“ ვიყენებთ ჩვენი კონტენტის გასავრცელებლად, ყველაზე დიდი პლატფორმა ჩვენთვის ესაა“, – თქვა მარი დუდუნიამ.
მარი დუდუნია აღნიშნავს, რომ დაახლოებით თვე-ნახევარია მათ წინააღმდეგ აქტიური შეტევა მიმდინარეობს, ჯერ დაიბლოკა ერთი კონკრეტული ვიდეო FB-ზე, იგივე დროს დაიბლოკა ერთი გამოძიება YouTube-ზე, ერთი კვირის წინ მთლიანად YouTube გვერდი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.
„მონიტორი“ მომხდარს მათ საქმიანობას უკავშირებს:
„აშკარაა ჩვენთვის, არც კი გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა და ვფიქრობთ, ჩვენი გაჩუმების მცდელობა, თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები. რა თქმა უნდა, ამ შეტევას ჩვენს წინააღმდეგ, ვუკავშირებთ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებებს“, – გვეუბნება დუდუნია.
იხილეთ ასევე:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·