36
ედიშერ გვენეტაძე, პოლიტოლოგ, კონფლიქტოლოგ, 2012-2016 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრხ რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს მიმართავს:
ბატონ პაატა ზაქარეშვილს!
საერთოდ არ გიცნობთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ:
უდაოა თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლაში;
უდაოა, რომ თქვენმა ოჯახმა დიდი მსხვერპლი გაიღო აფხაზეთის ომის დროს. ძმა დაგეღუპათ;
უდაოა, რომ თქვენ დიდი როლი ითამაშეთ ჩემი პირველკურსელი შვილისა და მისი თანატოლების გადარჩენაში 2007 წლის 7 ნოემბერს ქაშუეთის წინ…
მაგრამ იმავდროულად თქვენ ბრძანდებოდით რესპუბლიკური პარტიის წევრი(იქნებ ახლაც ხართ? არ ვიცი. თქვენი ნებაა), რომელი პარტიაც აშკარად ქადაგებდა აფხაზეთზე უარის თქმას და გუშინ თქვენ, როდესაც საუბრობდით სომხეთზე აღნიშნული ირიბად იქაც გაახმიანეთ.
ამიტომ წუხელის ნანახიდან და მოსმენილიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ იმის მაუწყებელია, რომ თქვენ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ პოლიტიკისათვის აშკარა დაბერებული კი არა აწ უკვე გადაბერებული ბრძანდებით.
ამიტომაც გააცნობიერეთ, რომ თქვენი პოლიტიკაში ყოფნის ვადა ამოიწურა. დაჯექით, დაწერეთ მემუარები და პოლიტიკისაკენ აღარ გაიხედოთ. ვინაიდან
თქვენ და თქვენისთანები აწ უკვე უაღრესად ხელისშემშლენი და დამაბრკოლებელნი ბრძანდებით ნაღდი. ქვეყნის განვითარებაზე ორინტირებული, სასარგებლო, კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბების გზაზე.
საერთაშიროსო alia.ge