"საკუთარი შვილებიც კი არ მიბაძავენ" - ილია თოფურია მაკგრეგორს აკრიტიკებს

1 week ago 3

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ამავე ორგანიზაციის ლეგენდა, კონორ მაკგრეგორი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა გზიდან გადაუხვია და სპორტული ღირებულებები დაკარგა.

მას იმას ვერავინ დაუკარგავს, რომ MMA-ს დიდი პოპულარიზაცია გაუწია. ორგანიზაციას მაკგრეგორი თავის დროზე ძალიან დაეხმარა, თუმცა შემდეგ მან გზიდან გადაუხვია და ის ღირებულებები დაკარგა, რომლებმაც მას დიდება მოუტანა.


ის საერთოდ აღარავისთვის არის ახლა მისაბაძი მაგალითი. კონორს საკუთარი შვილებიც კი არ მიბაძავენ.

- თქვა თოფურიამ.

სხვათა შორის, ერთ დროს ილიას კონორთან ჩხუბიც კი სურდა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი იგივე აზრზე აღარ არის.

სრულად წაკითხვა