,,სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვამ­ტკი­ცე” – რუსკა მაყაშვილი ,,იმედიდან” წამოსვლის მიზეზზე განმარტებას აკეთებს

3 days ago 7

ambebi.ge-სა და ,,პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­ცე­მის “სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სტუ­მა­რი იყო მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი.

მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

უცნობი:

,,იმე­დი­დან“ რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით – ეს იყო პრო­ტეს­ტი, თუ არ­ხმა თა­ვად მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

– არხს ნამ­დვი­ლად არ გა­და­უ­წყვე­ტია ჩემი გა­მოშ­ვე­ბა. მეტ­საც გე­ტყვით, ფან­ტას­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და მაქვს არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, კერ­ძოდ, მაკა ლო­მი­ძეს­თან. მა­კამ ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ბევ­რი შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და მე და მა­კას, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვარ­ღვიე. მა­ში­ნაც და ახ­ლაც ვთვლი­დი (თუმ­ცა ახლა უკვე აღარ ვთვლი ასე), რომ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად მუ­შა­ობ ან რას აკე­თებ – შენი ხმა არის ყველ­გან და შენი ხმა უნდა ის­მო­დეს იქ, სა­დაც ხარ. თა­ვი­დან წა­მოს­ვლა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, რად­გან რა­ღა­ცებს ჩე­მე­ბუ­რად ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი და ამის­თვის ჩემს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ვი­ყე­ნებ­დი, “იმე­დის“ ეთერს – რა თქმა უნდა, არა. თუმ­ცა, რო­გორც კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც ეჭვქვეშ დად­გა (თით­ქოს იმ პოს­ტებ­საც ვერ დავ­დებ­დი და ჩემს პრო­ტესტს ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი), მივ­ხვდი, რომ სწო­რი იქ­ნე­ბო­და არ­ხის და­ტო­ვე­ბა. ეს არის და ეს. კი, ბევ­რჯერ ვი­ლა­პა­რა­კე ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ რო­გორც ვა­ტყობ, დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. უკვე ერთი წე­ლია, რაც წა­მო­ვე­დი… კი, პრო­ტეს­ტი იყო, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვამ­ტკი­ცე… აი, სა­დაც ხარ, იქი­დან შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს არ ეთან­ხმე­ბო­დე, მაგ­რამ შენი უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტო. თუმ­ცა, რა ვქნათ, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ გა­მო­დის…

დოდი:

– პო­ლი­ტი­კის გამო თუ და­გი­კარ­გავთ მე­გო­ბა­რი?

– პო­ლი­ტი­კის გამო დამ­კარ­გეს მე­გობ­რებ­მა, მე არა­ვინ არ და­მი­კარ­გავს. რა თქმა უნდა, ამ კუ­თხით რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მა­ხა­სი­ა­თებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი არ და­მე­თან­ხმე­ბა, არ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი არ და­მი­კარ­გავს პო­ლი­ტი­კის გამო. თუმ­ცა, ისი­ნი თა­ვად გაქ­რნენ… მე კი აქ ვარ. რა ვიცი, – და­ვი­ლა­პა­რა­კოთ…

ნა­თია:

– რაც “იმე­დი“ და­ტო­ვეთ, სამ­თავ­რო­ბო რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვინ­მეს თუ მი­უწ­ვე­ვი­ხართ, ვთქვათ, კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნად?

– მას შემ­დეგ, რაც “იმე­დი“ დავ­ტო­ვე, რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აღარ ყო­ფი­ლა. ვიდ­რე დავ­ტო­ვებ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და: სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტე­ბიც უნდა წა­მეყ­ვა­ნა და სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარს ვამ­ბობ­დი. ნუ, წა­მიყ­ვა­ნია კონ­ცერ­ტე­ბი, ამას ვერ დავ­მა­ლავ და და­სა­მა­ლიც არა­ფე­რია – ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა და სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი ხომ ით­ვლე­ბა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტე­ბად?! წა­მიყ­ვა­ნია, კი ბა­ტო­ნო. მაგ­რამ რო­გორც კი წა­მო­ვე­დი, არა, რა თქმა უნდა”, – ამბობს რუსკა.

სრულად წაკითხვა