„სამ­წუ­ხა­როდ, ის და მისი დედა…“ – მიხეილ სააკაშვილი თავის მეორე ქალიშვილზე, ჟასმინზე პირველად ალაპარაკდა!

1 month ago 8

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „GORDON“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებ­ზე ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­სა და ჟას­მინ იას­კო­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა. ალის­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­დას­თან, მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ჟას­მი­ნი კი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც ასე­ვე დედა რა­დას დე­პუ­ტა­ტი ელი­ზა­ვე­ტა იას­კო ზრდის.

57 წლის სააკაშვილმა აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან აწუ­ხებს უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვილს, ჟას­მი­ნის ბედი, რო­მე­ლიც დე­დას­თან ერ­თად კი­ევ­ში ცხოვ­რობს.

„ჩემი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მინ­კა, ცხოვ­რობს კი­ევ­ში, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში. გა­ვი­გე, რომ რო­დე­საც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შია, სამ­წუ­ხა­როდ, ის და მისი დედა, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, არ ჩა­დი­ან ბომ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფარ­ში. ისი­ნი ამას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ და ვღე­ლავ ამის გამო”, – თქვა მან უკ­რა­ი­ნუ­ლად.

გო­გო­ნას დედა უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” პარ­ტი­ი­დან ელი­ზა­ვე­ტა იას­კოა.

ხოლო მიხეილ სააკაშვილის უფროსი შვილი, დედასთან, მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ცხოვრობს.

„უფ­რო­სი ოთხი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­სი­აა. ის არის ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი, ფლობს სამ ენას. ის ყო­ველ­თვის იცავს თა­ვის უფ­ლე­ბებს და ებ­რძვის უსა­მარ­თლო­ბას. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია”, – ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.”, – აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტი­კოს­მა.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა