ქვიშაზე მხატვარი ნონა გიუნაშვილი – “ნიჭიერის” გამარჯვებული – სამაგალითოდ დასაჯეს:
“ეს იყო 13 წლის წინ. დიახ, “ჩემი ხატია სამშობლო” და აღარ მინდა ეს ისტორია. აღარ მინდა რუსული რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ მე არაფრის შეცვლა შემიძლია, ვერც გაჩუმებას შევძლებ. ვიცი, რომ ჩემი აზრის და პოზიციის გამოხატვით მე დავრჩი უმუშევარი. მე დღეს აღარსად მეძახიან. ჩემი შემოქმედება აღარსად უნდათ. როგორც კი სოციალურ ქსელში ჩემი პროტესტი გამოვხატე, ყველაფერი შეწყდა. შეთანხმებული პროექტებიც კი. დღეს არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მაინც არ შემიძლია გაჩუმება. არა უშავს თუ მე აღარავის ვჭირდები და ჩემი უნიკალური ხელოვნება აღარსად უნდათ. სულ ასე ვერ იქნება. მთავარია ვიცი, რომ მე სწორ მხარეს ვარ. მე მინდა ჩემი ქვეყანა ევროპული ღირებულებებით, ღირსეული ცხოვრებით და იმედი მაქვს, მე თუ ვერ, ჩემს შვილებს მაინც ექნებათ ასეთი ქვეყანა. მე კი როგორმე გადავრჩები.”