სამამდე გაიზარდა კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

1 month ago 11

უკრაინის ხელისუფლების მიერ განახლებული მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად.

მანამდე დადასტურებული იყო, რომ 2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. სარაკეტო შეტევა 5 მარტს, ღამით განხორციელდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 6 მარტს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, 31 დაშავებულიდან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა და დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტის შენობა და 12 მაღაზია.

6 მარტს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც.

ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

სრულად წაკითხვა