„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - წერენ მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავშირებას „ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრთან (თინათინ რუხაძესთან), მის მოადგილესთან (ბექა დავითულიანთან) და პრესსამსახურთან დაკავშირებას - ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
მასალა განახლდება.