WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

28.10.202628.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოწყობის უფლების მინიჭებას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

იდეას პარტია “ლელო” და ომბუდსმენის აპარატი ეწინააღმდეგებიან. კითხვები აქვს საპატრიარქოსაც.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი 70%-იან დაშვებას ითვალისწინებდა) და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.

“ჩათვალეთ, რომ ეს სპორტული ტურნირი არის. წინასწარ დგება მონაწილეთა სია”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა.

საერთაშორისო ტურნირის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული წესებისა და რეგლამენტის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა 50 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა 150 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

2022 წლიდან აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით 48-დან 89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.