სამოქალაქო აქტივისტს, დავით (ტორნადო) გაბუნიას თავს დაესხნენ

1 month ago 17

სამოქალაქო აქტივისტს, მუსიკოს დავით (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბუნიას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს. ეს ინფორმაცია მან, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით დაადასტურა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე გავრცელდა. კადრებში ისმის, რომ პირი, რომელმაც დავით გაბუნიას დაარტყა, მას საპროტესტო სიმღერის "ოლე, ოლა"-ს შესახებ ეკითხება: "რას იმღერებ? "ოლე, ოლას" იმღერებ?" - რაზეც გაბუნია პასუხობს: "შენი რა საქმეა, რატომ ნერვიულობ?"

ამის შემდეგ იგი კვლავ უმეორებს იმავე კითხვას, გაბუნიას ხელს უტყამს და პარალელურად, სიტყვერ შეურაცხყოფასაც აყენებს.

რადიო თავისუფლება ცდილობს, მხარეებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება მასალაში.

სრულად წაკითხვა