სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს სოფელი

1 month ago 17

შვიდი ადამიანი დაიჭრა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელში, სადაც არმიის ორმა გამანადგურებელმა შეცდომით ჩამოაგდო 4-4 ბომბი. ამის შესახებ სამხედროებსა და მეხანძრე-მაშველებზე დაყრდნობით წერს სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ი.

ინციდენტი დღეს, 6 მარტს დილით მოხდა პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებისას, რომელშიც KF-16 ტიპის გამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.

შეცდომით დაბომბილ სოფელში დანგრეულია საკულტო ნაგებობა და კიდევ ექვსი შენობა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მიმართავს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ზიანის ანაზღაურებას. სარდლობის ინფორმაციით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.

სრულად წაკითხვა