01.10.2026
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოქმი შეუდგინა. საქმე ისევ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოს ეხება.
„პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ;
მესამე – ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ეგონა გუნავას ფრაგმენტი „შენ შე**ა, შვილო, ეშმაკმა“, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.
22 ივლისს ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
5 აგვისტოს ის წერდა:
„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს:
თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.
ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
იხილეთ ასევე:
netgazeti