სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, ისააკის მოედანზე მდებარე მილერის სასახლეს ცეცხლი გაუჩნდა. შენობა მთლიანად ალშია გახვეული, წერს „ბუმაგა“.
მიმდებარე საავტომობილო გზებზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა. ხანძრის ფართობი 2000 კვადრატული მეტრია, მას მესამე რანგი მიენიჭა.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია პირადი შემადგენლობის 125 ადამიანი და 25 ერთეული ტექნიკა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შენობა 1872 წელს აშენდა არქიტექტორ ფერდინანდ მილერის პროექტით. 2001 წელს სასახლემ დაცული შენობის სტატუსი მიიღო, ხოლო 2021 წელს იგი რეგიონულ ძეგლად აღიარეს.
2026 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ შენობის რესტავრაცია 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება, რათა იგი პრემიუმ-კლასის საცხოვრებლად მოეწყოს. ამისთვის კომპანია „ტას“-ის კონტრაქტორს 768 მილიონი რუბლის კრედიტი გამოუყვეს. ბოლო წლებში სასახლე ცარიელი იყო და ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
radiotavisupleba ახალი ამბები