მანჩესტერ იუნაიტედის 24 წლის ფეხბურთელმა ჯეიდონ სანჩომ, რომელიც იჯარის წესით ლონდონის ჩელსისია განათხოვრებული "არისტოკრატებზე" ისაუბრა.
"პირველივე დღიდან ჩელსიში კარგად დამხვდნენ და თავს კომფორტულად მაგრძნობინებენ - ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მყავს, რომელთაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემში სცდებოდნენ.
მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს, გუნდს და მთლიან სტაფს, რომ სჯერათ ჩემი
", - განაცხადა სანჩომ.შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სანჩომ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა, ინგლისელმა მოთამაშემ მოედანზე ჯამურად 492 წუთი გაატარა.