14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ თარიღს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი საოცარი ისტორიაით გამოეხმაურა:
“სოხუმი რომ დაეცა, ახლობლების ძებნაში დაღლილმა ერთმა კაცმა, ბოლო იმედად სოხუმის თეატრის ტელეფონის ნომერი აკრიფა. იქედან მოესმა თეატრის მორიგეს ხმა: ქართული თეატრი გისმენთ!
ქართული თეატრის გამოგონილ თუ რეალურ ისტორიათა შორის, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ამბავი!
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს!”