23 ივლისს 00:00 საათიდან ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა, სულ მცირე, ნოემბრის ბოლომდე შეიზღუდა.
მერიის კონტრაქტორებმა დილიდან უკვე აყარეს სავალი ნაწილიდან ასფალდი და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეუდგნენ.
დემონსტრანტები, - რომლებიც „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და დემოკრატიულ უკუსვლას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ დემონსტრაციებისას დაპატიმრებულთა გათავისუფლებას, - პარლამენტის წინ 603-ე დღესაც შეიკრიბნენ.
მათ უკვე მრავალი თვეა, კანონმდებლობით ეზღუდებათ გზის სავალ ნაწილზე პროტესტი; შეზღუდულია ტროტუარზე პროტესტიც.
თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი 23 ივლისს, - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისა და გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის შემდეგ, - ჩაკეტილ სავალ ნაწილზე გადავიდა.
ჯერჯერობით პოლიცია არ ჩანს.
დემონსტრანტები არც ქვეითებისა და არც ტრანსპორტის გადაადგილებას არ უშლიან ხელს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·