წინადადების ავტორია ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერს, რომ სასამართლო სხდომების გაშუქების დროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია.
სასამართლო სხდომებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვის აუცილებლობაზე საუბრის დროს ავთანდილ კახნიაშვილი იხსნებს პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის პროცესის გაშუქებას - „11-მა ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც“.
„თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი“, - წერს ის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის პირველივე წელს ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მიცემას ავთანდილ კახნიაშვილი „გაუმართლებელ ნაბიჯს“ უწოდებს:
„ამ აშკარად პოპულისტური ქმედებების ნეგატიური შედეგი მალევე ნათლად გამოცნდა, თუნდაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა [ვანო მერაბიშვილის] და თბილისის ყოფილი მერის [გიგი უგულავას] ბრალდების საქმეების გაშუქებისად, როდესაც განსასჯელები პირდაპირ ეთერში აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და შეურაცხყოფას ატენებდნენ ხელისუფლების სამივე შტოს“.
მასალა განახლდება