ისტორიკოსი გიორგი კალანდია ათასობით გულშემატკივარს საინტერესო სიახლეს სღთავაზობს. “ჩვენ ქართველები” – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 8 სექტემბერს დაიწყება. გადაცემაში ისტორიკოსი ერეკლე მეფის, თამარ მეფის, ექვთიმე თაყაიშვილის, ქეთევან დედოფლის, იაკობ გოგებაშვილის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ფორე მოსულიშვილის და სხვა დიდებული ქართველების შესახებ მოგვიყვება.
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:
“დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან სულ მალე იმედის ეთერში ჩემი ახალი პროექტი დაიწყებს მაუწყებლობას. იმედია, მაყურებელი მას მოიწონებს, იმედია ამ არეულ დროებაში მთავარ სათქმელს გაიგებს. ამ გადაცემის კეთება იყო დიდი სიამოვნება, რადგან ჩემს გარშემო პროფესიონალთა მთელი კოჰორტა შეიკრიბა, პროდიუსერიდან დაწყებული ოპერატორით და მემონტაჟით დასრულებული ყველა თავის საქმის მაესტრო იყო. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელს მაკა ლომიძეს, მისი იდეა იყო ამ გადაცემის შექმნა და მისი თანადგომით შევძელით ამ გამოწვევის გადალახვა, გამორჩეული მადლობა მაია ჩიგოშვილს, მისი მხარდაჭერით განსაკუთრებით გავძლიერდით. დიახ! ჩვენ ქართველები შესანიშნავი ხალხი ვართ! დანარჩენი კი 8 სექტემბრიდან “იმედის” ეთერში.”