ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

3 hours ago 1

ოფიციალურად 14 წუთი, ამას დამატებული 6 წუთი და… 20 წუთში გიორგი მიქაუტაძე ლიონის გმირი გახდა, ის მოედანზე მაშინ შევიდა, როცა მისი გუნდი შინ 1:2-ს აგებდა ლე ავრთან. შევიდა და გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ლიონმა 4:2 მოიგო, ჟორჟი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

img-gallery
ლიგა 1-ში სულ 20 გოლი გაიტანა

WhoScored-მაც ბუნებრივია, 24 წლის ქართველი ფორვარდი გამოარჩია – მან 8.57 ქულა დაიმსახურა, რაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის საოცარი შეფასებაა. მან კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა, 2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა და ორივე საგოლე პასად იქცა. მოკლედ, 100%-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. არადა, ის ბურთს სულ 10-ჯერ შეეხო!

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, მან თავი ევროპალიგის მერვედფინალში გამოიჩინა, როცა რუმინულ FCSB-სთან 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. სულ ლიონის მაისურით მას 13 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს. ლიგა 1-ში შეცვლაზე შესულ მიქაუტაძეს სულ 6 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული (2 გოლი, 4 საგოლე პასი).

გიორგიმ ევროპის TOP 5 ლიგებში სულ 20 გოლი გაიტანა. აქედან 13 მეცის მაისურით და 7 ლიონის. კიდევ ერთი გოლი მას ლიგა 1-ის პლეი ოფში აქვს გატანილი, თუმცა ის საერთო ჯამში არ ეთვლება.

The post ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა