საფრანგეთი რუსული აქტივებიდან უკრაინას 195 მილიონი ევროს იარაღს დაუფინანსებს

1 month ago 28

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკურნუს თქმით, საფრანგეთი რუსული აქტივებიდან მიღებული განაკვეთით უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას დაუფინანსებს.

საფრანგეთი ასევე გეგმავს, უკრაინას გადასცეს ძველი წარმოების საბრძოლო საშუალებები, როგორებიცაა AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანები და სატრანსპორტო საშუალებები.

"გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული განაკვეთის წყალობით, 195 მილიონი ევროს ღირებულების სახსრებს გამოვყოფთ", - უთხრა ლეკურნუმ გაზეთ La Tribune-ს და დასძინა, რომ ამ ფულს გამოიყენებენ 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბომბების შესაძენად.

გასულ წელს დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ უკრაინას $50 მილიარდის სესხს გადასცემდნენ, რასაც კიევი დასავლეთში გაყინული $300 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივების შემოსავლიდან გადაიხდიდა.

სრულად წაკითხვა