საფრანგეთის პოლიცია ეჭვობს, რომ 11 სექტემბერს სამოქალაქო მატარებლის ავარია შესაძლოა დივერსიის შედეგი იყო. ამ ცნობას ავრცელებს სახელმწიფო რადიოკომპანია RFI.
გამომძიებლებმა ავარიის ადგილას აღმოაჩინეს რელსის ნამტვრევი, რომელიც შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული, მანამ, სანამ მასზე მატარებელმა გაიარა. მოცემულ მომენტში გამოძიების მთავარი ვერსია სწორედ დივერსიას უკავშირდება.
სამგზავრო მატარებელი, რომელიც რუანიდან კანში მიდიოდა, რელსებიდან გადავიდა 11 სექტემბრის საღამოს. ძლიერად დაზიანდა ვაგონები, სამი მათგანი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად დაშავდა 44 ადამიანი, ერთი მათგანი, 18 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია, ის ვერტმფრენით გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში.
მგზავრთა დახმარების და ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა 130 მეხანძრე და მაშველი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ბრიგადა.
radiotavisupleba ახალი ამბები