“საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

1 day ago 1

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მაკრონმა მიხედოს უკრაინას.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს რეალური პრობლემა, რომელიც ყველას წინაშე დგას, განადგურებული უკრაინაა.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა, ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე, ეს არის განადგურებული უკრაინა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა:

“ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.

სრულად წაკითხვა