WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება კოლეგა ბექა ყორშია, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მძიმე მოლოდინებით:

“ასავალ-დასავალის” რედაქტორი და ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დაიჭირეს.

“ეს კაცი პირწმინდად შავ-ბნელ საქმიანობას ეწეოდა წლების განმავლობაში. პირადად მეც უამრავჯერ დამსხმია თავს. მაცხადებდა ტრორისტად, აგენტად, შემოგზავნილად და ა.შ.

მაგრამ ჟურნალისტის აზრის გამოთქმის გამო (ეს აზრი რაოდენ მავნებლურადაც არ უნდა ჟღერდეს), წლობით ციხეში გამოკეტვა სამშობლოს ღალატის მუხლით, არის უმძიმესი პრეცედენტი.

მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გავიაზროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველასა და ყველაფრის მტერი.

საფრთხეშია ქოციც, ნაციც, ლეიბორისტიც, კონსერვატორიც, პროდასავლელიც, პროისეთიც და პროასეთიც. საერთოდ ყველა დგას დევნის, დაჭერის, ცემის, წამების რისკის ქვეშ.

ამის გააზრების გარეშე გამარჯვებაზე ფიქრიც ზედმეტია“, – წერს ბექა ყორშია ფეისბუქის პირად გვერდზე.