საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ

1 week ago 7

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები“, მათ შორის, „წამება ან არაადამიანური, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა; თვითნებური დაპატიმრებები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად. 2023 წლის ანგარიში, წინა წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს „ხელისუფლებაში სერიზულ კორუფციაზე“.  

დოკუმენტში ასევე საუბარია პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ან უკანონო ჩარევაზე; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, მათ შორის, ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ; არსებით ჩარევაზე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში და დანაშაულებზე, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი კვლავ თბილისის კონტროლს მიღმა რჩებიან, ხოლო დე-ფაქტო ხელისუფლება რუსული ძალების მხარდაჭერით სარგებლობს.

დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევები კვლავაც დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რა დროსაც ადგილი ჰქონდა უკანონო მკვლელობებს, თვითნებურ დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების; ასევე ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა