საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე თურქეთში

3 weeks ago 38

საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება.

პროგრამის მიხედვით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე მიწვეული არიან ალიანსის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები შემდევი ქვეყნებიდან: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებულ არაბთა საამიროები.

სამიტის სტუმრებს შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

საქართველო ნატოს სამიტის პროგრამაში, ისევე როგორც თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის დღის წესრიგში არ ფიგურირებს.

„სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

ანკარის სამიტზე განსახილველ მთავარ თემებს შორისაა თავდაცვის ინდუსტრია, ინვესტიციები თავდაცვაში და უკრაინის მხარდაჭერა.

სრულად წაკითხვა