საქართველომ სტუმრად სომხეთის ნაკრები 0:3 დაამარცხა

1 month ago 20

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე დაუპირისპირდნენ. ორმატჩიან დუელში გადაწყდება, თუ ვინ დარჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში და ვინ გადაინაცვლებს C დივიზიონში.

ვილი სანიოლის გუნდმა ანგარიშით 0:3 იმარჯვა. ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. სულ რაღაც ოთხ წუთში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით დუბლი გაიფორმა გიორგი მიქაუტაძემ, რაც მისთვის ნაკრების შემადგენლობაში მე-18 გოლია.

ამ გოლით მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება (26).

ეს საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვებაა 10 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“, 23 მარტს გაიმართება.

სრულად წაკითხვა