საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ 20 347 ტონა საცხობი და საკონდიტრო ნაწარმი იყიდა, რომლის ღირებულებაც ჯამში 67.4 მლნ დოლარი იყო
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ პერიოდში რუსეთისგან საქართველომ 14.5 მლნ დოლარის 6 132 ტონა პურ-ფუნთუშეული იყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 3 579 ტონა პროდუქტით, ასევე: თურქეთი – 9.4 მლნ დოლარის 2 623 ტონა; პოლონეთი – 8 მლნ დოლარის 996 ტონა; ბულგარეთი – 5.3 მლნ დოლარის 968 ტონა
odishinews საერთაშორისო