საქართველოს მთავრობამ დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და რუს ხალხს მიუსამძიმრა. 

“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, ასევე, აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 

“კროკუს ჰოლზე”, მოსკოვში თავდასხმას 83 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვი, 150-მდე მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია. 

ორი ტერორისტი დაკავებულია, ცნობილია რომ ისინიც და სხვა ოთხი, გაქცეული ტერორისტიც, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ტანზე ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემორტყმული, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია. 

—-

ტერაქტის შესახებ ყველა დეტალი ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე და ასევე, ჩვენს ვებგვერდზე:

ტერაქტი მოსკოვში – დედაქალაქში განგაშის რეჟიმის გეგმა «Сирена» ამოქმედდა (ახლდება)