ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და საქართველოს მოწინააღმდეგეები ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. 

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა – საქართველომ 4, ხოლო საბერძნეთმა 3 პენალტი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელებიდან ბურთი კარს მცირე მანძილით მხოლოდ მიქაუტაძემ ააცილა, მერაბ მამარგაშვილმა კი ერთი პენალტი მოიგერია. 

ამ წუთებში სახალხო ზეიმია საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქში ისმის მანქანების სიგნალის ხმა, ისვრიან ფეიერვერკებს, ქუჩებში კი საქართველოს ეროვნული დროშით სხვადასხვა ასაკის ადმიანების მსვლელობებია. 

ვიდეო: საქართველოს ნაკრების გასახდელში ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობენ – ჩვენს ტელეგრამ-არხზე