საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა

6 hours ago 2

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ასათიანი საქართველოს ნაკრებში 2027 წლის ჩათვლით იმუშავებს.

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, 2022 წელს, პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა.

ეროვნულ ნაკრებში ავთანდილ ასათიანის ასისტენტები არჩილ ბოკერია, ბესო არველაძე და ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რონინიო იქნებიან.

nakrebi.ge

სრულად წაკითხვა