საქართველოში OneRepublic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

4 weeks ago 20

10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ჯგუფი OneRepublic გახსნის

ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს ასევე ეწვევიან Scorpions და Jungle.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize-ით მიაღწია. ჯგუფის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შორისაა Lose Myself და Counting Stars.

„თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება“, — წერს ბლექ სი არენა.

Black Sea Arena კამპანიას Starring Georgia საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

Scorpions-ის კონცერტი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ 2016 წლის აგვისტოშიც გაიმართა.

სრულად წაკითხვა