WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას”. – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბიოგრაფიას, კორტნი ოსტრიანი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროში, სადაც იგი კურირებდა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის პოლიტიკას. იქამდე ხელმძღვანელობდა ევროკავშირისა და რეგიონულ საქმეთა ოფისს.

ოსტრიანი წარსულში იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, დროებითი რწმუნებული.

ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ფარგლებში მას ჰქონდა დიპლომატიური მისიები გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი 30 ივლისს დაინიშნა.

2025 წლის 5 ივნისს აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ მიიღო პენსიაზე გასვლის პირადი გადაწყვეტილება და საქართველოს ივლისში დატოვებს.