საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“, „ვერთიანდებით სიცოცხლის გადასარჩენად“ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ვარდოსანიძის მხარდასაჭერად 29 ნოემბერს პირველი საქველმოქმედო საღამოს გამართვასთან დაკავშირებით:
“საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ 2026 წლის 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, Zazanova-ში (გალაქტიონ ტაბიძის N20), გიორგი ვარდოსანიძის მხარდასაჭერად პირველ საქველმოქმედო საღამოს მართავს.
საქველმოქმედო საღამო გაიმართება დახურულ ფორმატში, მოსაწვევებით. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები და ცნობილი სახეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური პროგრამა, დათო ლომიძისა და დათო ქარჩავას მონაწილეობით, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომლის შემოსავლის 50% საქველმოქმედო მიზანს მოხმარდება.
ღონისძიება Zazanova-ს მხარდაჭერით იმართება.
საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ მიზნად ისახავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერას, საზოგადოების გაერთიანებასა და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
paraleli პოლიტიკა