დღეს, 19 ნოემბერს დილით, ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ქვემო ფონიჭალაში, გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე სერიოზული აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც კორპუსის დიდი ნაწილი ჩამოიშალა და ნანგრევებში მოჰყვნენ ადამიანები, არის მსხვერპლი.
მაშველებმა დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. სამაშველო სამსახური შეუსვენებლად ატარებს საძიებო სამუშაოებს. სამაშველო სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით სამუშაოებში 150 მაშველია ჩართული.
ნანგრევებიდან რამდენიმე ცხედარია ამოსვენებული.
საბედნიეროდ, 6-საათიანი ძებნის შემდეგ, ნაპოვნია გადარჩენილი 3 წლის გოგონა, თაია.
საავადმყოფოშია გადაყვანილი რამდენიმე დაზარალებული, მათ შორის, 31 წლის მამაკაციც, რომელმაც მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო.
paraleli პოლიტიკა