“საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს” – მიხეილ სააკაშვილი

1 month ago 9

სააგენტო "პარალელი"
“საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე, კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას, საუბრობს მისი საქმის დეტალების შესახებ:

,,სხვათაშორის თქვენ და სამარცხვინოდ, ამ საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს. იქ რაღაც სადილის და გამასპინძლების ხარჯები.

ტრამპმა ამის შესახებ იცის და მე ვფიქრობ, ამერიკის მხრიდანაც მოგეთხოვებათ პასუხი. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მის გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი

სრულად წაკითხვა