ამერიკელი სენატორების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის გაყინული, 300 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების აქტივები მთლიანად უნდა გამოიყენოს უკრაინის დასახმარებლად.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 21 მარტს გაუგზავნა.
დღემდე აშშ უკრაინის დასახმარებლად იყენებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს პროცენტის სახით ერიცხება.
ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ მიიჩნევს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს ბერკეტად უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებში. წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები ტოდ იანგი და ლინდსი გრემი და დემოკრატები რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი.