WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე მცირეწლოვან ბავშვს კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა. დაკავებულია ერთი პირი.

ზოგიერთისთვის კორპუსის ქვედა სართულის აივანები ნაგვის ურნის, ზოოპარკისა და საკვების ნარჩენების გადასაყრელ ადგილად არის ქცეული.

„სვეტებად“ და “ინტელიგენტად” რომ მიაქვს თავი, ისეთი ოჯახებიც კი არ ერიდებიან ზედა სართულებიდან საზამთროების გადმოყრას თითქოს ქვემოთ ადამიანები კი არა საცდელი სამიზნეები ცხოვრობდნენ.

ნაგვის პარკები პირდაპირ ციდან.
ხორცის ნარჩენები საჩუქრად ეზოსთვის.კვერცხები უფასო „დეკორაციად“.
ქათმის შიგნეულობა კი, რაღა თქმა უნდა, ზოოპარკის ატმოსფეროსთვის.

მოკლედ, დღეს კორპუსში ცხოვრებას თავისი „სერვისები“ აქვს. ზემოდან რაც ჩამოვა, ის შენი ბედია.

ხუმრობა იქამდეა კარგი, სანამ ვინმეს თავზე სკამი, ბოთლი ან საზამთრო არ დაეცემა.

ასეთი ფაქტები უკვე უბრალოდ უზრდელობა აღარ არის. ეს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხეა და წესების გამკაცრება აუცილებელია.

თუ პირველ სართულზე ცხოვრობ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავი შეიძლება ზემოდან მარტო წყალი კი არა, მთელი „საოჯახო მენიუ“ ჩამოვარდეს.

კორპუსის მაღალი სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც 10 წლის ბავშვს დაეცა