სიახლე “ტრანსფორმაციის გზის” ავტორებისგან

1 month ago 42

წიგნმა „ტრანსფორმაციის გზა“ მოკლე პერიოდშივე  დიდი დაინტერესება გამოიწვია. წიგნი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოიცა და უკვე ასობით ეგზემპლარი გაიყიდა. მასში განხილულია, ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მკითხველისთვის საკუთარ თავზე მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.

წიგნში ავტორები განიხილავენ: კვანტურ/ენერგო-ინფორმაციულ ველს, ენერგიის არსსა და მნიშვნელობას, ჩაკრალურ სისტემას, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსს, იერარქიის და ბალანსის კანონებს, ცხოვრების ოთხ მთავარ სფეროს, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენას და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილი, რომელსაც ავტორებმა „გზა ტრანსფორმაციამდე“ უწოდეს, არის განხილული ავტორების გამოცდილების შესახებ, ისინი აქცენტს თავიანთ მთავარ სათქმელსა და გამოცდილებაზე აკეთებენ, რაც ცნობიერების ამაღლებასა და ტრანსფორმაციას უკავშირდება.

წიგნი საინტერესოა ყველა იმ კატეგორიის ადამიანისთვის, ვისაც უნდა პიროვნული ზრდა-განვითარება. ასევე, ვინც აცნობიერებს იმას, თუ რამდენად ხელს უშლის დასამუშავებელი დესტრუქციული პროგრამების (წყენა, პრეტენზია, ბრაზი, შიში, მსხვერპლის როლი, დანაშაულის შეგრძნება და სხვა) არსებობა ცხოვრებაში. 

ავტორების აზრით, ყველას, ვისაც კი საკუთარი თავის განვითარება სურს, (როგორც მენტალურად, ასევე სულიერად) აუცილებლად უნდა გაეცნოს „ტრანსფორმაციის გზას“.

გამომდინარე იქიდან, რომ წიგნის მიზანია ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის და ცხოვრების ტრანსფორმაცია, ავტორებმა წიგნის ფარგლებში შექმნეს მათი საავტორო კურსი. კურსს სახელწოდებაც სწორედ  მათი წიგნის ბოლო ნაწილიდან შეურჩიეს – „გზა ტრანსფორმაციამდე“. ტრენინგის მეორე ნაკადის დაწყება დაგეგმილია ა.წ. 8 აპრილს, რომელიც სამი მოდულისგან შედგება.

პირველი მოდული მოიცავს საგვარეულო ენერგიების დამუშავებას, მეორე მოდული სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას, მესამე მოდული კი ცნობიერების ამაღლებას და გაფართოებას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ თავზე. „ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები ტრენინგის პროცესში, ყველა ტექნიკა თუ მედიტაცია, რაც ტრენინგის ფარგლებში არის გამოყენებული ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი, შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანისთვის იქნება საინტერესო და რაც მთავარია ტრანსფორმაციული“ .

ტრენინგს გაუძღვებიან წიგნის ავტორები: სოფიკო ფიცხელაური და თამარ ფცქიალაძე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით:

https://shorturl.at/mqHK6

„ტრანსფორმაციის გზა“ – ის წიგნის შეძენა მკითხველს, შეუძლია საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, მაღაზიათა ქსელ ბიბლუსში, ლიბრაში და ლატერნაში.

ასევე: ონლაინ მაღაზიებში: veli store და ლატერნა;

https://veli.store/ და http://laterna.ge/

ონლაინ ვერსია: lit.ge -ზე https://www.lit.ge/

ტრანსფორმაციის გზა – ის ფეისბუქგვერდზე  : https://shorturl.at/gkG23

სრულად წაკითხვა