სიმართლე ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაზე”

7 hours ago 2

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი “დათა თუთაშხია” წლებია კამათისა და აქტიური განხილვის საგანია. კრიტიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ ნოდარ ჩხეიძემ ნაწარმოების ავტორთან დაკავშირებით სიმართლე გვამცნო:

,,დათა თუთაშხიას” ავტორის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ყბადაღებული თემაა და ჩვენს ზედაპირულობას კარგად აჩვენებს.

ნაწარმოების გამოსვლიდან დღემდე დადის ჭორები, რომ ავტორმა ნარდში მოიგო ეს წიგნი, რომ რომელიღაც დიდმა მწერალმა აჩუქა, რომ ბიძამისის დაწერილია სინამდვილეში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არადა, არ არის ასეთი რამე გადაუწყვეტელი. დღევანდელ სამყაროში ტარდება ტექსტის ანალიზები, რაც მიახლოებითი სიზუსტით მაინც ადგენს, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ ავტორს ტექსტი. ამის გაკეთება ყველას ეზარება, მაგრამ ნაირნაირი ამბების მოგონება გვიყვარს.

ისე, წიგნს ჰყავს ერთადერთი ავტორი და ეს ავტორი ჭაბუა ამირეჯიბია. ვერც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი, რაც დაუწერიათ ან უთქვამთ, კრიტიკას ვერ უძლებს.

1. წიგნი მეგრელ კაცზე არის და მეგრელის მეტი ვერავინ დაწერდა ამასო… სრული სისულელეა – ჯერ დედა სამეგრელოდან ჰყავდა მწერალს, ან რა აუცილებელია რომელიმე კუთხიდან იყო მაინდამაინც, რომ იმ კუთხის შესახებ წერა მოახერხო, ნიჭიერი მწერლისთვის ეს არანაირი გადაულახავი არაა. თუ მაინდამაინც გეოგრაფიულ გარემოზეა საუბარი, ნაწარმოებში არანაირი რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ცოდნა არ ჩანს სამეგრელოს ბუნების. ან სამეგრელოში ჩასვლასაც რა უნდოდა?

2. იგივე ავტორის სხვა წიგნები არ ვარგაო და რანაირად დაწერდა ასეთ მაგარ წიგნსო. არც ესაა სერიოზული არგუმენტი, უამრავი შემთხვევა არსებობს ლიტერატურის ისტორიაში, როცა ერთი ნაწარმოები გამოუვა ადამიანს ბრწყინვალე და სხვა მისი წიგნები ახლოსაც არაა. ყველაზე ცნობილი ამ მხრივ სერვანტესია, მშვენიერი რომანები აქვს დაწერილი, მაგრამ ახლოსაც ვერ მიდის ,,დონ კიხოტთან ” ვერცერთი მისი სხვა წიგნი. ისე, ჭაბუას ,,დათას” დაბეჭვამდე მშვენიერი მოთხრობები აქვს დაწერილი, “ხარის აღსარებაც” მშვენიერი მოთხრობაა, “ჩემი მეჯღანე ბიძაც” და “გიორგა ბურდულიც”.

3. ვისაც ჭაბუა არ უყვარდა ადამიანურად, ისინი ამბობდნენ, კარგი ადამიანი არ იყო და კარგ კაცზე წიგნი რანაირად დაწერაო… ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მწერალი თავის წიგნს უნდა ჰგავდეს, რაც ხშირად სრულიად არ ემთხვევა.

4. კონსტანტინე გამსახურდიას აართვა ჩუმად ეს წიგნიო და იმანაც დაუთმოო, ნარდში მოგების ვერსიაც არის… ნაწარმოები როცა დაიბეჭდა, მგონი გამსახურდიაც ცოცხალი იყო და მერე ზვიადს და ჭაბუას რთული ურთიერთობა ჰქონდათ. 500 გვერდიანი წიგნი სანთებელა არაა, ვინ შეარჩენდა ამხელა ქურდობას? ისე, კონსტანტინე გამსახურდიას დაწერილ არცერთ წიგნს არ ჰგავს.

არის კიდევ ლევან გოთუაზე და სხვებზე ჭორები, მაგრამ ვინც დაასახელეს, იმათ მწერლურ სტილს საერთოდ არ ჰგავს, ,,დათა” მართლა ორიგინალურია და მსგავსი ქართულ მწერლობაში არაფერი არაა.

5. კაცს თუ ნაწარმოების ქურდობა უნდა, არ დაიწყებს წიგნს ისე როგორც მან დაიწყო, ხელნაწერები ვნახე და შევაგროვეო. მაგ ორიგინალურმა დასაწყისმაც შეუწყო ხელი ჭორების გავრცელებას…”

სრულად წაკითხვა