მარიამ შენგელიამ, რომელიც ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელია, პირველი არხის ეთერში განმარტა რომ მისი სიმღერის მთავარი მესიჯი მშვიდობაა.
“სიმღერაში ქართული ელემენტებია, და ეს იყო პრიორიტეტული წლევანდელი ევროვიზიისთვის. სიმღერის მესიჯი, რა თქმა უნდა, ცხადია — მშვიდობა. Freedom [თავისუფლება] ჰქვია სიმღერას და ნათელია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი. ყველაზე მნიშვნელოვანი“— თქვა მარიამ შენგელიამ.