ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ სერია ა-ს გასულ ტურში ნათამაშები "ნაპოლისა" და "რომას" მატჩი შეაჯამა.
"ლუკაკუმ ისე ითამაშა, როგორც ამას წინა შეხვედრებში აკეთებდა, თუმცა მას მოედანზე განსხვავების შექმნა ბურთთან ერთი შეხებითაც კი შეუძლია. ის ვეღარ თამაშობს ისეთ დონეზე როგორც წარსულში, მაგრამ ვიცი, რომ წონის დაკლებას ცდილობს და მჯერა, რომ სერია A-ში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშეა.
ახლა კი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე თამაშობს, კონტე ქართველის ნაცვლად მოედანზე ზოგჯერ პოლიტანოს, ზოგჯერ კი ნერეშს ათამაშებდა, თუმცა "პარტენოპეის" არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კვარაა. გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა და როცა მისი შეცვლა ვერ ხდება, პრობლემები უფრო და უფრო იმატებს", - განაცხადა ადანიმ.