სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის ადამიანები გამოვიყენე - ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გასვლაზე

1 month ago 19

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბრალებულია და პასპორტი ჩამორთმეული აქვს, ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები" გამოიყენა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"სისტემა არის რეალურად მორყეული, არ მუშაობს დაცულად, არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ საქმე", - თქვა მან. "ანუ სისტემიდან დაგეხმარნენ?" - ჰკითხა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რაზეც ბაჩიაშვილმა ასე უპასუხა:

"სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე".

ამაზე შეექმნება თუ არა პრობლემა საზღვრის დაცვას? ეს ადმიანები რომლებიც დაგეხმარნენ შსს-ს სისტემას გულისიხმობთ?

ბაშიაშვილმა არ ისაუბრა, გულისხმობს თუ არა სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოახერხა ქვეყნიდან აგსვლა იმ პირობებში, როდესაც მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად უთვალთვალებდა, ბაჩიაშვილი პასუხობს:

"როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, ამთ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად ეს თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმსიათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებიდა. ისინი არ არიან მოტივირებული".

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა