სომხეთ საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში ხანძრისას 3 ადამიანი დაშავდა

1 day ago 3

პარასკევს, 3 იანვარს, 12:43 საათზე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სომხეთის მხარეს, ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე, საწყობში, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა, ხანძარი გაჩნდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.

მათი ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე სამინისტროს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის რამდენიმე ეკიპაჟი, წყალმზიდი ავტომობილი იყვნენ მობილიზებული.

უწყების თანახმადვე, 14:24 საათზე ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, 16:18 საათზე კი ის საბოლოოდ ჩააქრეს.

სრულად წაკითხვა